წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება.
„საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვას ან ბოსნიას თუ შევადარებთ, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ კრიტერიუმს თუ გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს ადგილზეა. სხვათა შორის, 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, ანგარიში მინიჭებული ქულებით. ქულების მინიჭებამ აჩვენა, რომ საქართველო გაცილებით უკეთესია მოლდოვასთან, ბოსნიასთან შედარებით. თუმცა, ამ ორმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს განაცხადი უარყოფილია. არანაირი ახსნა-განმარტება, არაფერი. ასე დაიწყო ეს გამოწვევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.