მძიმე ავარია სანაპიროზე - არის მსხვერპლი

მძიმე ავარია სანაპიროზე

თბილისში, სანაპიროზე მძიმე ავარია მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.