6500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - ნახეთ, მისამართები
1745950805
საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასა და უცხოელ მაღალჩინოსნებზე საუბრისას.
„პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ გვახსოვს რა განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. ეს იყო სრულიად აღქმების თეორიაში და ბინძურ თეორიაში საზოგადოების შეყვანა. სად იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, სამართლებრივ პროცესს როდესაც აპროტესტებდნენ და ამ დროს არც ისე შორ წარსულში პოლიციელის დაწვაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ის დუმილი, რომელიც ხმის ამოღებაზე მეტად ყვიროდა, თუნდაც ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან და მათი დიპლომატიური წარმომადგენლობისგან.
სად იყო ის დემოკრატია, როდესაც აქ უცხო ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე იდგნენ. ეს არის მათი სახე. ასეთი სახის მქონე ადამიანები, ასეთი უტიფარი და სამშობლოს მოღალატე ხალხი, რა თქმა უნდა ასეთ უტიფარ განცხადებას გააკეთებს, როდესაც მიდის სამართლებრივი პროცესი“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.