1745766993
ჩვენ არ ვიპყრობთ და არ ვსჯით ჩვენს მეზობლებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ შედეგად მთელი მსოფლიო დაზარალდება.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა.
„მილიონობით მოქალაქეს მოუწევს, გაუმკლავდეს უფრო მაღალ ფასებს პროდუქტებზე, გაძვირდება მედიკამენტები, ტრანსპორტი უფრო მეტი ეღირება, ინფლაცია გაიზრდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „ჩვენ არ ვიპყრობთ ჩვენს მეზობლებს და არ ვსჯით მათ“, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.