„სხეული შუაზე იყო გადაჭრილი..." - ულამაზესი "შავი დალიას" იდუმალებით მოცული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია

შორტი

ელიზაბეტ შორტის საქმე აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ მკვლელობად რჩება, რომელიც დღემდე გაუხსნელია. 

1947 წლის 15 იანვრის დილით, ლოს-ანჯელესში, ბავშვის გასასეირნებლად ქუჩაში გამოსული ქალი შემზარავ სანახაობას წააწყდა - მან ახალგაზრდა, შიშველი ქალის  დანაწევრებული ცხედარი დაინახა. 

ლოს-ანჯელესის  პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე  მალევე მივიდნენ. გარდაცვლილის ვინაობა FBI-ს დახმარებით დადგინდა. თითის ანაბეჭდების ანალიზის შემდეგ, გაირკვა, რომ ის 22 წლის ელიზაბეტ შორტი იყო. 

ელიზაბეტ  შიშველი შორტის ცხედარი ქირურგიული სიზუსტით წელის არეში იყო გადაჭრილი. გოგონას შინაგანი ორგანოები ამოჭრილი ჰქონდა. დასახიჩრებული და დალურჯებული  იყო შორტის სახეც. სხეული ისე იყო გაჭრილი შუაზე, რომ სისხლი არსად ჩანდა.   პირი კი ერთი ყურიდან მეორემდე ჰქონდა ჩაჭრილი. შორტის თმები ნესტიანი იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მოკვლის შემდეგ, მკვლელმა მისი სხეული წყლით გაასუფთავა. 

სხეულის დათვალიერების შემდეგ, პოლიციამ განაცხადა, რომ მკვლელობისა და ცხედრის აღმოჩენის ადგილი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. 

ვინ იყო ელიზაბეტ შორტი?

ელიზაბეტ შორტი 1924 წლის 29 ივლისს დაიბადა. ის 4 დასთან ერთად იზრდებოდა. შორტი 6 წლის იყო, როდესაც მამამ 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახის გამო, მთელი დანაზოგი დაკარგა, რის გამოც ის უკვალოდ გაუჩინარდა. მოგვიანებით, მისი  მანქანა Charlestown Bridge-თან იპოვეს. ამბობდნენ, რომ მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. 

რა მოვლენები უძღოდა წინ ელიზაბეტ შორტი მკვლელობას

ელიზაბეტ შორტი სიცოცხლის ბოლო 6 თვის განმავლობაში ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა. ამბობდნენ, რომ შორტს ფინანსურად ძალიან უჭირდა, თუმცა თანხის გამონახვას ყოველთვის ახერხებდა. ელიზაბეტი გარეგნულად ძალიან ლამაზი იყო, ამიტომ საპირისპირო სქესის ყურადღებას ყოველთვის იქცევდა. მამაკაცები მას მუდმივად საჩუქრებით ანებივრებდნენ. 

პოლიციის ყოფილი უფროსის, ვინსცე კარტერის თქმით, „შორტი საიდუმლოებით მოცული ადამიანი იყო. ის არასდროს ამბობდა, თუ რას აკეთებდა, სად მიდიოდა და ვისთან ურთიერთობდა".

1946 წლის დეკემბერში (შორტის მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე) შორტი საცხოვრებლად სან-დიეგოში გადავიდა. ელიზაბეტმა მეგობრებს უთხრა, რომ ის ძალიან შეშინებული იყო, თუმცა ამის მიზეზი არ აუხსნია. სან-დიეგოში გადასვლის შემდეგ, ელიზაბეტი დოროტი ფრენჩს შეხვდა, რომელმაც მას თავის ოჯახთან ცხოვრების საშუალება მისცა. 

დოროტისთან ცხოვრების პერიოდში, ელიზაბეტმა აღიარა, რომ  ყოფილი შეყვარებულისგან იმალებოდა. როგორც მოგვიანებით ფრენჩმა განაცხადა, შორტის საძებნელად მის სახლში 2 კაცი და 1 ქალი მივიდა.  ფრენჩი იხსენებს, რომ ამ ამბის გაგონებისთანავე, შორტი „დაპანიკდა" და მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. როდესაც დაუპატიჟებელი სტუმრები წავიდნენ, ელიზაბეტმა საცხოვრებლის შეცვლა გადაწყვიტა.  ელიზაბეტი კვლავ ლოს-ანეჯელესში დაბრუნდა და სასტუმრო „ბილტმორში" განთავსდა.  სასტუმროს პერსონალის განცხადებით, ელიზაბეტმა რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა - 21:00-ზე კი სასტუმრო დატოვა. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც შორტი ცოცხალი ნახეს. 

 

რა ხდებოდა გამოძიების დროს

ლოს-ანჯელესის პოლიციამ გამოძიება ცხედრის აღმოჩენისთანავე დაიწყო, მაგრამ ყოველ ჯერზე საქმე ჩიხში შედიოდა.  პოლიციის დეპარტამენტმა ანონიმური კონვერტიც მიიღო, რომელსაც ზემოდან ასეთი ფრაზა ეწერა - „სამოთხე აქ არის". კონვერტის შიგნით პოლიციელებმა შორტის პირადი დოკუმენტები იპოვეს: დაბადების მოწმობა, სოციალური დაცვის ბარათი და მისამართების წიგნი. მისამართების წიგნში ჩაწერილი 75-მდე ადამიანი გამოკითხა პოლიციამ, თუმცა, მკვლელის პოვნა ვერავინ შეძლო.. 

ელიზაბეტს მეტსახელად "შავი დალია" შეარქვეს.