ირაკლი კირცხალია: მოლდოვასა და საქართველოს შედარება არის თავხედური უტიფრობა - სირცხვილია რაიმე პარამეტრით ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან შედარება

ირაკლი კირცხალია

მოლდოვასა და საქართველოს შედარება არის თავხედური უტიფრობა. სირცხვილია რაიმე პარამეტრით ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან შედარება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ

„არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს უტიფრად ნაცარს აყრიან თვალში და ეუბნებიან, რომ შავზე არის თეთრი“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1% შეადგინა, ხოლო „აბსოლუტური სიღარიბის“ მაჩვენებელი იმავე პერიოდში 31,6%-დან 33,6%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.