1752868455
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები.
„აღდგენითი სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, ბეტონის სრულად გამაგრებას გარკვეული დრო სჭირდება.
აღნიშნული მიზეზით, სამუშაოების პერიოდში, 10 დღის განმავლობაში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 23:00 საათიდან 07:00 საათამდე მხოლოდ ერთ ზოლზე განხორციელდება, ხოლო დანარჩენ დროს ტრანსპორტის გადაადგილება ორ ზოლში გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებული ხიდის პარალელურად მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.
არსებული ხიდი 1973 წელს აშენდა და მის სავალ ნაწილზე პერიოდულად გამოვლენილი დაზიანებების აღდგენითი სამუშაოები მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ხდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.