ირაკლი კირცხალია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: სამწუხაროდ პირდაპირ არიან ჩართულები პარტიულ აქტივობებში. ძალიან ბევრს დაავიწყდა კონვენცია, დაავიწყდა დიპლომატიის არსი და დაავიწყდა რას ნიშნავს იყო დიპლომატი

ირაკლი კირცხალია

სამწუხაროდ ჩართულები არიან პირდაპირ პარტიულ აქტივობებში. ძალიან ბევრს დაავიწყდა კონვენცია, დაავიწყდა დიპლომატიის არსი და დაავიწყდა რას ნიშნავს იყო დიპლომატი, ეწეოდე დიპლომატიურ საქმიანობას და ხელმძღვანელობდე დიპლომატიურ მისიას მასპინძელ ქვეყანაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.

„ეს არის სტანდარტის არ არსებობა, რასაც ისინი აკეთებენ და არაერთხელ გვითქვამს კონკრეტული ელჩების მიმართებით, რომ დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და პირდაპირ გაწევრიანდნენ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან დეფაქტოდ ეს ხალხი ამას აკეთებს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი შეშფოთებულია, როგორც თავად ამბობს, საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით და ფაქტობრივად აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი არა პოლიციელის თავდასხმისთვის, არამედ ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს.