სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა

ვაგზალი

სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა. 

ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი, ასევე, ძებნა - შველის სამაშველო სამუშაოები.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ტერიტორიაზე დაზიანებული ავტომობილები.

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან "მყისიერად განახორციელეს" მოქალაქეების ევაკუაცია.

უწყების ცნობითვე, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები და ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.