დღეს ვლაქერნობაა - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1752524933
„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ცოტა ხნის წინ შენობის ნაწილი ჩამოინგრა შს მინისტრი გეკა გელაძემ მივიდა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დაღუპულია ერთი პირი, ხოლო ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.
„შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური. შესაბამისი საპოლიციო ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი...“, - ამბობს შს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. ჩამოინგრა, სავარაუდოდ, სახურავის ნაწილი.
შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან "მყისიერად განახორციელეს" მოქალაქეების ევაკუაცია.
უწყების ცნობითვე, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები და ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა
1752523645