ცნობილია, ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა
1752476195
მოქალაქეები 750 ათას ლარამდე სესხის აღებას უცხოურ ვალუტაში ვეღარ შეძლებენ.
უფრო კონკრეტულად, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. შესაბამისად, ამ მოცულობის სესხს ეს ადამიანები აგვისტოდან, უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ.
როდიდან ვეღარ აიღებთ 750 ათასამდე ლარის სესხს უცხოურ ვალუტაში
აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მაისის ბოლოს მიიღო. მათივე ცნობით, ცვლილება 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა ძალაში.
„ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს,“ - აცხადებდნენ ეროვნულ ბანკში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა.