გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებასთან, ასეთი ტიპის ანგარიშებს არანაირი ფასი არ აქვს

მაჭარაშვილი

 ევროკომისიის გაფართოების ანგარიში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, ეს ანგარიში სუვერენიტეტზე უარის თქმისკენ მოწოდებაა.

„ევროპარლამენტის რეზოლუციებში პირდაპირ იყო მოწოდება, რომ ქართულმა სახელმწიფომ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და ეს ყველაფერი გადასცეს ბრიუსელს. ბუნებრივია, ამაზე ქართული საზოგადოება უარს იტყოდა. სამწუხაროდ იგივეს აკეთებს ხოლმე და გააკეთა ევრობიუროკრატიამ, ამ შემთხვევაში კომისიის სახით. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებასთან. ეს კარგად იციან თავად ევრობიუროკრატიაშიც , რომელსაც მკაცრად აკრიტიკებს მათ შორის ამერიკის პრეზიდენტი და მისი დღევანდელი ადმინისტრაცია. ასე რომ, ასეთი ტიპის ანგარიშებს არანაირი ფასი არ აქვს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.