გოგა ხაინდრავა: დონალდ ტუსკი ევროპის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2014-2019 წლებში, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს დასჯას ითხოვდა

გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევას ეხებოდა.

„დონალდ ტუსკი - ეს რაფინირებული პორნოლიბერალი! ევროპის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე
2014-2019 წლებში, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს დასჯას ითხოვდა პოლონეთში სუვერენული სასამართლო რეფორმის განხორციელების გამო!

ღირსება დაკარგულ და ევროს ყაიდაზე მობუქნავე ავანტიურისტზე ჰარჩინსკიმ იდარდოს!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.