გიორგი ვოლსკი: საქართველომ გაიღო მსხვერპლი იმისთვის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების თემა ყოფილიყო პრიორიტეტი. ჩვენ ამ ტერორიზმის და საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის

გიორგი ვოლსკი

საქართველოს ოჯახებმა გაიღეს მსხვერპლი იმისთვის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების თემა ყოფილიყო პრიორიტეტი და ჩვენ ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გვაკრიტიკებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.

„ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებას და ნატოს რესურსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კონსტიტუციაში არ აისახება. ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის დაშვება წინა ხელისუფლების მიერ, იყო სერიოზული გამოწვევა იმ საგარეო კურსისა, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო NATO მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველომ აჩვენა ყველაფერი, რაც სანდო პარტნიორს შეეძლო ეჩვენებინა NATO-სთვის. მათივე თქმით პარტნიორობა არის ორმხრივი და საჭიროა სიტყვების ქმედითი ნაბიჯებით შეცვლა.