გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
არც იმდენი რესურსი გააჩნია ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.
„სამწუხაროდ წავაწყდით ამ ხისტ დამოკიდებულებას, რომელიც შიდა პოლიტიკითაც არის განპირობებული და მნიშვნელოვანწილად გარკვეულ პოლიტიკურ ჩანაფიქრსაც წარმოადგენს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.