VIDEO: "ასე გავხდი მამა, რომელსაც დაერქვა დედ-მამა..." - გიორგი ყიფშიძის გულახდილი ინტერვიუ
1761765903
გიორგი ცინცაძე დღეიდან ოფიციალურად შეუდგა ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას. სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც ხალხის მიერ არჩეულ მერს ეკისრება. მადლობა თითოეულ ბათუმელს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ბათუმის მერიის გუნდთან ერთად, გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც ბათუმელების კეთილდღეობაზე და ჩვენი ქალაქის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მოსახლეობასთან მექნება უწყვეტი და ღია კომუნიკაცია, რათა თითოეული გადაწყვეტილება ემყარებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. ყოველდღიური შრომით და ძალისხმევით, ერთად შევქმნით ბათუმის უკეთეს მომავალს,“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.