გია ფერაძის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა
1751140675
პარტია "გახარია საქარველოსთვის" ლიდერი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება, - ამის შესახებ გახარიამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც ის აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა".
"გერმანიაში ვესწრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს, რომელიც იმართება საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის კრიზისის ფონზე. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესთაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.
განვიხილეთ "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია "საქართველოსთვის" გეგმები - გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი, რისი განხილვაც შემოდგომაზე იგეგმება.
მადლიერები ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მტკიცე მხარდაჭერისთვის",- წერს გიორგი გახარია.