1746023044
გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - ქედს ვიხრი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავგანწირული გმირების ხსოვნის წინაშე - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ქართველ ჯარისკაცებსა და სამხედროებს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს.
„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! ვულოცავ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, სამხედრო პირებს, ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურება ქართული ჯარის გაძლიერებას და ამით აძლიერებს და განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას.
ქედს ვიხრი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავგანწირული გმირების ხსოვნის წინაშე!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
დღეს ქართული არმია დაარსებიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.