იტალიაში 26 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
1747920764
რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ადამიანის უფლებების დაცვა მაშინ არ გახსენებიათ, როცა წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს წამებით კლავდნენ.
„არ ვთვლი, რომ ლიეტუვის გადაწყვეტილება პრინციპულ მოსაზრებებზეა დაფუძნებული. ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ადამიანის უფლებების დაცვა მაშინ არ გახსენებიათ, როცა წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს წამებით კლავდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ორმაგი თამაში მნიშვნელოვნად განპირობებულია გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ხელისუფლების შესაცვლელად ჩამოყალიბდა. მათი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლაც და ახალგაზრდებისადმი სისხლისღვრისკენ მოწოდებაც სწორედ ამით იყო განპირობებული. რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. ეს პოლიტიკური კონიუქტურაა. ერთი მხრივ, გასაგებია, თუმცა, მეორე მხრივ, მისი უსამართლობა და მისი ბნელი, კონსპირაციული მხარეც უნდა აღინიშნოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.