კირან კალკინი ახალ „შიმშილის თამაშებში“ ითამაშებს

Kieran Culkin

კირან კალკინი ახალი „შიმშილის თამაშების“ სამსახიობო ანსამბლს შეუერთდა. მას ცეზარ ფლიკერმანის როლი ერგო, რომელიც ორიგინალურ ფილმში სტენლი ტუჩიმ შეასრულა.

ფილმი 50-ე შიმშილის თამაშების შესახებ მოგვითხრობს, რომლებშიც ახალგაზრდა ჰეიმიჩმა გაიმარჯვა. სურათში ასევე ითამაშებენ: ჯესი პლემონსი, მაია ჰოუკი, რეიფ ფაინსი და ელ ფანინგი.

„შიმშილის თამაშები: მოსავლის აღების განთიადი“ ეკრანებზე 2026 წლის ნოემბერში გამოვა და 50-ე შიმშილის თამაშების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის რეჟისორი ფრენსის ლოურენსია, სცენარისტი ბილი რეი.