ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
1751632913
საპარლამენტო არჩევნებიდან გავიდა რამდენიმე თვე და ეუთო-ს ასამბლეაზე გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება, რომ არჩევნების შედეგებზე მოსახლეობის ნება არის ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდორმარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეუთო-ს გენერალურ მდივანის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას
„ზოგადად, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს ასამბლეა. მოსახლეობამ ნახა, მათ შორის, ეუთო-ს გენერალური მდივნის არჩევნებთან დაკაშვირებით განცხადებები, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველანაირი სპეკულაციის მცდელობას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ, როცა ვსაუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, არჩევნებამდე ყველა, მათ შორის ბრიუსელის და ევროკავშირის წევრი სხვდასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა იქნებოდა მათთვის გადამწყვეტი არჩევნების შეფასებისას. დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს. ითქვა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს მოსახლეობის ნებას და ყველამ იმავე მომენტში გვერდზე გაწია ეუთო/ოდირი და დაიწყეს საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. გავიდა რამდენიმე თვე და გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში. ასე რომ, წერტილი დაუსვა ბრიუსელის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. ასე რომ, ხომ უნდოდათ ეუთო/ოდირი, აგერ ეუთო, აგერ ეუთო-ს გენერალური მდივანი და მისი განცხადება, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას. ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის ცრუ რეზოლიცია არჩევნებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ევროკავშორის წევრი ქვეყნის სხვადასხვა მინისტრის თუ პარლამენტების განცხადებები, რომელთაც ერთი განმარტებით წერტილი დაუსვა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა და ამხილა ისინი პოლიტიკურ ანგაჟირებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.