მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და საქართველო-უნგრეთის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უნგრეთის მტკიცე და მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების პატივისცემა ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა. ვაფასებთ თქვენს ძალისხმევასა და მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც შეიტანეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.