„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
,,ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა შეაფასა რუმინეთის პარლამენტში წარდგენილ „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ორგანიზაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.
„რუმინეთის მიერ შემუშავებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი ფაქტობრივად იმის ანალოგიურია, რაც საქართველომ მიიღო რამდენიმე წლის წინ, თუმცა გაცილებით მკაცრია. ეს ქვეყანა, როგორც სხვა ქვეყნები, დარწმუნდა, რომ არასამთავრობოო ორგანიზაციების, ფონდების ფინანსურ გამჭვირვალობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა სეფაშვილმა.