„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
ავიაკომპანია Smartavia-ს თვითმფრინავმა, რომელიც სოჭიდან არხანგელსკის მიმართულებით ასრულებდა რეისს, შავი ზღვის თავზე საგანგებო სიგნალი გადასცა და რადარებიდან გაქრა. ამის შესახებ Telegram-არხი SHOT იუწყება.
საუბარია რეის 5N164-ზე, რომელიც Boeing 737-800 ტიპის თვითმფრინავით სრულდებოდა.
წყაროს ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის წინ ეკიპაჟმა გადასცა კოდი 7700. ეს სიგნალი გამოიყენება საჰაერო ხომალდზე საგანგებო ან ავარიული მდგომარეობის აღსანიშნავად.
მანამდე რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაციამ) მოსკოვის ოლქის სერგიევ-პოსადის საქალაქო ოკრუგში კერძო მსუბუქძრავიანი Zlin Z42 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნა ავიაკატასტროფად შეაფასა.
ავიალაინერი ჩამოვარდნის შედეგად მთლიანად დაიწვა. ასევე, ცოტა ხნის წინ მსუბუქძრავიანმა თვითმფრინავმა ვოლგოგრადის ოლქში, ალეშკინის ხუტორის რაიონში, მძიმე დაშვება განახორციელა. ამასთან, ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პავლოდარის ოლქში An-2 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა: ერთი პილოტი დაიღუპა, ხოლო მეორე მაშველებმა ნამსხვრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.