ცნობილია 28 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ბათუმში მოკლეს
1748202692
დიახ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი გარეწარი იმპერიალისტი. ნაცგობლინების მხრიდან რუსეთის დროშის ვითომ შებილწვით აღდგება ტერიტორიული მთლიანობა? მეჯავრებიან ეპატაჟური, ფასიანი ნაცექსტრემისტები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტს.
როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ნეომარქსისტების, ომის წამქეზებელი საგარეო ძალების მხრიდან ომის მომხრეთა შეგულიანება უნაყოფოა. მისივე განცხადებით, ქართული საზოგადოება არავის არაფერს გაუტარებს, ვინაიდან, საქართველო უწინარესია.
„დიახ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი გარეწარი იმპერიალისტი. ნაცგობლინების მხრიდან რუსეთის დროშის ვითომ შებილწვით აღდგება ტერიტორიული მთლიანობა? მეჯავრებიან ეპატაჟური, ფასიანი ნაცექსტრემისტები, უფრო კი მათი ვითომ გამამართლებელი უდებილესი პროფესურა. დასავლელ ბალტიელ მეძაევებზე არაფერი ითქმის. საქართველო ერთია, როგორც უფალი! ერთ-ერთი რიგითი ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩვენი ინტერესები არსად დაზიანდეს და დეოკუპაცია მშვიდობით მოხდეს. ნეომარქსისტების, ომის წამქეზებელი ნაძირალა საგარეო ძალების მხრიდან ომის უიაფესი არარაობების ვითომ შეგულიანება უნაყოფოა. რწმენა, სამშობლო, ოჯახი - ამას საქართველოს არცერთი შვილი უღალატებს, ხოლო მარგინალი დასპონსორებული გარეწრები არაერთხელ გვყოლია. არავის არაფერს გავუტარებთ! ჩვენი ქვეყანაა უწინარესი და არა ავაზაკი ფონ დერ ლაიენების თუ უწიგნური, რუსეთში აშენებული, მეუღლის, კაია კალასების საპარპაშო!” - წერს გია აბაშიძე. შეყვანის ღილაკი Gvantsa ედიშერ გვენეტაძე Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მომხდარ ინციდენტზე - მოკლედ ამ არაადამიანებს დავალებული აქვთ პროვოკაციების გზით საქართველოს განადგურება, რასაც ვერ ეღირსებიან ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ქართველი მომღერლის ერეკლე გეწაძის მიერ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოდგენილ პერფორმანს ეხმიანება, როდესაც მან რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაცია მოახდინა. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საუბედუროდ ჩვენთან არიან ნაძირალები, კოლექტიურ ნაცებად ქცეული ჯინჯოლიები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყოველგვარ უსახურზე წამსვლელნი არიან და ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ისინი მზად არიან წავიდნენ საქართველოს გაჟლეტაზე. "საუბედუროდ ჩვენთან არიან ნაძირალები, რომლებიც არად დაგიდევენ არც ტრადიციას, არც კულტურას, არც ისტორიას და არც არაფერ ადამიანურს. ესენი კოლექტიურ ნაცებად ქცეული ჯინჯოლიებია, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყოველგვარ უსახურზე წამსვლელნი არიან. გაღმელ-გამოღმელმა პატრონებმა, როდესაც 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს, ახლა საძაგელი პროვოკაციას მიმართეს. დაიქირავეს ვიღაც ნაძირალა, რომელსაც ჩრდილოელი მეზობლის დროშაზე ქართველი კაცისათვის უცხო რამ აკადრებინეს. ამით ამ უხსენებლებმა კიდევ ერთხელ უჩვენეს მათი საზიზღარი სახე. ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ისინი მზად არიან წავიდნენ საქართველოს გაჟლეტაზე. ეს გაგრძელებაა იმ უმსგავსოებისა, რომელიც მათ ჩაიდინეს შარვალჩახდილებმა და შემდეგ სამარცხვინოდ იგინა რუსთავი2-ზე ცვედანმა ვინმე გაბუნიამ. მოკლედ ამ არაადამიანებს დავალებული აქვთ პროვოკაციების გზით საქართველოს განადგურება, რასაც ვერ ეღირსებიან. ასეთების ფეხქვეშ სამყაროს ოთხივე მხარეს მიწა უნდა იწვოდეს და კიდევაც იწვის", - წერს ედიშერ გვენეტაძე. შეყვანის ღილაკი