დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება - კანონმდებლების წინაშე მოხსენებით პრემიერი წარდგება

 პრემიერი

 დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება - ბოლო პლენარულ სხდომაზე მოხსენებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე წარადგენს - მთავრობის მეთაური სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, პრემიერის ყოველწლიური მოხსენება, წერილობითი ფორმით, პარლამენტს ივნისის დასაწყისში გადაეგზავნა.რომელშიც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა.

ირაკლი კობახიძის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.