დედა-ეკლესია ყოველთვის, მათ შორის რთულ მომენტებში დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, მადლობა ამისთვის ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დედა-ეკლესია ყოველთვის, მათ შორის რთულ მომენტებში დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, მადლობა ამისთვის ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა. დიდი მადლობა ჩვენს დედა-ეკლესიას და უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს ამისათვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.