წყალი 12 საათით შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს
1750273452
თბილისშიც და ყველა მუნიციპალიტეტშიც, რადიკალები მწარედ დამარცხდებიან ქართველ ხალხთან. ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ დგანან ერთად და ძალიან კარგად იციან რა არის ჩვენი ქვეყნისთვის გასაკეთებელი. ამიტომაც ვიმარჯვებთ 2012 წლიდან ყველა არჩევნებში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში თითო მუნიციპალიტეტში მაქსიმუმ 4 მანდატს მიიღებს და აქვე გაიხსენა, რომ საზოგადოების ნაწილმა მათ მანდატი საპარლამენტო არჩევნებზეც მისცა, თუმცა ოპოზიციამ ეს მანდატები ფეხქვეშ გათელა.
„არც პოლიტიკაში არის ეს ხალხი წარმატებული, რადიკალიზმშიც წარუმატებლები არიან და ვერ მიაღწიეს სასურველ ძალადობრივ შედეგს“, - დასძინა მათიკაშვილმა.
მან ასევე საპარლამენტო არჩევნებამდე უცხოური ქვეყნების ჩარევაზე ისაუბრა და საზოგადოების მტკიცე პოზიციას გაუსვა ხაზი.
„საზოგადოება იმდენად გაზრდილია, იმდენად კარგად აცნობიერებს თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა საქართველო „ქართლი ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ხომ ორჯერ ორი ოთხია, ვინ არის საპირწონედ - მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური ბანდა პოლიტიკურ ანტურაჟში გახვეული. ის ხალხი, რომელიც 2012 წლამდე კასკად კრიმინალს ჩადიოდნენ საქართველოში და ქართულ მიწა-წყალს არიგებდნენ. ისინი რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და დიფ სთეითის ნება-სურვილი განხორციელებულიყო, რაც უეჭველი განხორციელდებოდა, ხომ მოხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა და ქვეყანაში გამოუსწორებელი შედეგები დადგებოდა. სახელმწიფო დგას მყარად თავის ადგილას, ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ ძალიან მკაფიოდ, ძალიან გამართულად. ჩვენი საზოგადოება არის აბსოლუტურად მობილიზებული - მინიმუმ 1,2 მილიონი ადამიანი და დღევანდელი გათვლებით კიდევ უფრო მეტი, რომ საქართველოში არ დატრიალდეს 2012 წლამდე არსებული ვითარება და კიდევ უფრო უარესი“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479