გორში ქმარმა ცოლი დაჭრა

პოლიცია

გორში, კვერნაქის დასახლებაში კაცმა ცოლი დაჭრა.

ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარის შესახებ „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.