დააკავეს თათარსტანის ერთადერთი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად, რომა სიჩი
1747739527
როგორც ყველაფერ ქართულს, „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა ქართულ ენას. ვაბრუნებთ ქართული ენის სწავლებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი შესწავლა ძალიან აქტუალური იყოს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„როგორც ყველაფერ ქართულს, „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა ქართულ ენას, ჩვენი ეთნიკური იდენტობის საფუძველს და ხდებოდა მისი ნაბიჯ-ნაბიჯი განდევნა ჩვენი ცხოვრებიდან. ვაბრუნებთ ქართული ენის სწავლებას [უმაღლეს სასწავლებლებში] და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ენის, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი და საფუძველი ქართული ეთნოსის, შესწავლა ძალიან აქტუალური იყოს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების აღდგენასთან დაკავშირებულ ცვლილებებს დღეს კომიტეტში მეორე მოსმენითგანიხილავენ.