ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1745501551
პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც უცხოელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გულისხმობს. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში კომიტეტებს უკვე გადაეცა.
ინიციატივის მიხედვით, დგინდება სასჯელის ახალი სახე, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. შესაძლოა ეს იყოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელი.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, დამნაშავის წინააღმდეგ სასჯელი მკაცრი უნდა იყოს, როგორც უცხო ქვეყნის, ასევე ქვეყნის მოქალაქის მიმართაც.
"დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ნებისმიერ დამნაშავეს რომ უნდა შეეზღუდოს ქვეყანასთან ურთიერთობა თუ ეს არის განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული, ამის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, თუ მას არ აქვს რაიმე სხვა პოლიტიკური კონტექსტი, რასაც სამწუხაროდ არ ვიცნობ. დამნაშავე თუ არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მკაცრი, ისე როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, მათ შორის, უცხოელების მიმართ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.