მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი - ამინდი მკვეთრად იცვლება
1745522130
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სტატუსის განხილვის დრო არ არის.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა, ხოლო ზელენსკის სიტყვები ზიანს აყენებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
„დონალდ ტრამპი დე ფაქტო სიტუაციას აღწერს. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთს მოქმედების თავისუფლება უნდა მივცეთ? არა. ყირიმის სტატუსის საკითხი დროული არ არის და ჩვენ არ უნდა გადავწყვიტოთ ის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.