საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას პროცესი ხმაურით დასრულდა

ნიკა კაცია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას პროცესი ხმაურით დასრულდა.

დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, პოლიციელი, რომელიც ნიკა კაციას დაკავებაში მონაწილეობდა. მას სხდომის შემდეგ კაციას მხარდამჭერები სასამართლოს დერეფანსა და ეზოში შეძახილებით გაჰყვნენ.

ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აქვს წარდგენილი. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.