1759781795
ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, სისტემურობა, ამ მეთოდურობითა და სისტემურობით მოვიგეთ 10 არჩევნები, დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს 4 მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას, ამას არ დავუშვებთ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, სისტემურობა, ამ მეთოდურობითა და სისტემურობით მოვიგეთ 10 არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული და ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვახერხეთ გასული 4 წლის განმავლობაში 5 რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის არ მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს საბოლოო ჯამში 4 მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას, ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი, სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ეს არის დაუშვებელი.
„ორგანიზატორები და უშუალოდ ძალადობაში ჩართული პირები, ეს არის ის წრე, ვის მიმართაც ამოქმედდება რა თქმა უნდა, კანონი. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, ამაზე შსს-მაც გააკეთა განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტი განცხადება. ის, რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, რაც იყო გუშინ, დღეს, ხვალ და ა.შ. ეს ყველაფერი არის ამ პროცესების გაგრძელება. აქედან ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, რა გეგმით ვიმოქმედებთ ჩვენ. ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, ეს ისწავლა ამ ხალხმა, დაინახა 13 წლის განმავლობაში, სისტემურობა. ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვიგეთ 10 არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული და ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვახერხეთ გასული 4 წლის განმავლობაში 5 რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, მიუხედავა იმისა, რომ ამხელა გარე მხარდაჭერა ჰქონდათ ამ რევოლუციურ მცდელობებში. დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის არ მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს არ მივცემთ საბოლოო ჯამში 4 მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას, ამას არ დავუშვებთ. როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი, სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად. დაცული იქნება ძირითადი უფლებების სტანდარტები, ყველაფერი იქნება დაცული, მაგრამ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. მე კიდევ ერთხელ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, იქ რომ დგას 150 კაცი, 10-15 კაცი იყოს მართლა გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული. სისულელეც არის დასჯადი, როცა შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. როცა ხვდები, რომ ინტელექტი არ გაქვს მაგდენი, რომ ელემენტარული გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ შენ ჩაწერილი, ესეც არის ერთგვარი დანაშაული. ამიტომ თანაგრძნობა მათ მიმართაც ვერ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.