„ცხვირის წვეთების უკონტროლო გამოყენებას, შესაძლოა, ძალიან სავალალო შედეგები მოჰყვეს" - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე საზოგადოებას მიმართავს

ლიკა ლომიძე

რატომ ვხდებით დამოკიდებული ცხვირის წვეთებზე და რას იწვევს მისი ინტენსიური მოხმარება? – საკითხზე „შუადღის“ ეთერში ოტორინოლარინგოლოგმა, ლიკა ლომიძემ ისაუბრა.

„ძალიან ხშირია უკონტროლოდ და თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე ცხვირის წვეთების გამოყენება.
ადრენალინი, რომელიც ცხვირის წვეთების შემადგენლობაში შედის, მავნებელია ერთი კვირის შემდგომ გამოყენება. ექიმები ვცდილობთ, რომ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში იყვნენ პაციენტები ადრენალინის შემცველ ცხვირის
წვეთებზე და შემდგომ გადავიყვანოთ ნაკლებ მავნე გვერდითი ეფექტების მქონე პრეპარატებზე, რომლებიც არ იწვევენ შეჩვევას და გააჩნია სამკურნალო ეფექტი…

ეს პრეპარატები, ვაზოკონსტრუქტორები რომელიც ცხვირის სპრეიში შედის, იწვევს ცხვირის სწრაფ გახსნას, მაგრამ გარდა ცხვირის ღრუს სისხლძარღვებისა ეს პრეპარატი ავიწროებს სისხლძარღვებს მთელი ორგანიზმის მასშტაბით,
მაგალითად თავის ტვინისა და გულის მიდამოში და შესაძლოა ანევრიზმის პროვოცირება, ასევე ჰიპერტენზია გამოიწვიოს. ასევე არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტისა და სხვა და სხვა ენდოკრინული დაავადებების დროს, რადგან ადრენალინი იწვევს სწრაფ ეფექტს მთელს ორგანიზმში…

ძალიან სავალალო შედეგები შესაძლოა მოჰყვეს ცხვირის წვეთების უკონტროლო გამოყენებას, დაწყებული ინსულტებით, ინფარქტებით და სხვა და სხვა ორგანოს ცუდი შედეგები, რთული გამოსავლით“, – ამბობს ექიმი.