მოსალოდნელია წვიმა ელჭექით! - ამინდი უარესდება
1759779823
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა:
I შვილი - 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;
II შვილი - 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;
III შვილი - 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;
ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.
ტყუპები - 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;
გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:
I შვილი - ყოველთვიურად 150 ლარი;
II შვილი - 300 ლარი;
III შვილი - 450 ლარი;
ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.
ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.
ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;
ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს "მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის" სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.
აგრეთვე, ლევან წიკლაურის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალდაქორწინებული ოჯახი, ფინანსური წახალისების მიზნით, მიიღებს ერთჯერად ფულად დახმარებას 5 000 ლარის ოდენობით:
- თუ მეუღლეები, ერთ-ერთი ან ორივე, ქორწინებამდე რეგისტრირებული იყვნენ თიანეთის მუნიციპალიტეტში;
- დახმარების მოთხოვნის დროისთვის ორივე მათგანს აქვს "მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის" სტატუსი და კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ერთად ცხოვრობენ თიანეთის მუნიციპალიტეტში.
ახალდაქორწინებულად ჩაითვლება ოჯახი თუ ქორწინება, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რეგისტრირებულია 2025 წლის 1-ელი აპრილის შემდგომ.
დახმარების მოთხოვნის უფლება არ აქვთ:
1. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი ჰქონდათ ოჯახი, ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფიქციურ ქორწინებაში მყოფ პირებს.
ახალდაქორწინებულებს უფლება აქვთ აღნიშნული დახმარების მიღება მოითხოვონ ქორწინების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 12 თვისა.