Farhad - ამ სპარსული სახელით მოქმედებდა წარსულში „ჰენრი ჯონსის“ ტელეგრამის ანგარიში
1788719203
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის რეჟიმის დამხობის მიზნით დაწყებული მისიის ბოლომდე მისაყვანად მზად არის. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელმა მნიშვნელოვან მიზნებს უკვე მიაღწია, თუმცა მისიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„ისრაელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ჩვენი მტრები უფრო სუსტები, ვიდრე ოდესმე. შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ შედეგებს და მოვიშორეთ ეგზისტენციალური საფრთხე. ჩვენ თავიდან ავიცილეთ ატომური ბომბებისა და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე და უდიდესი ძალით დავარტყით ირანულ ღერძს. მიღწევები უზარმაზარია, მაგრამ ჯერ კიდევ არის ბევრი რამ, რაც უნდა დავასრულოთ. პირველ რიგში, ვგულისხმობ რეჟიმის დამხობას. მისი დასასრული ახლოვდება“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.