დასახელდა ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1749672502
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის პოზიციაზე თამარ ტალიაშვილის, ხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციაზე დასანიშნად ხატია წილოსანის კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში.
იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. იგი ასევე მუშაობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხოლო 2018-2020 წლებში გახლდათ ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.