1692302192
არჩილ გორდულაძე გერმანიაში, ბერბოკის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მამაკაცის დაკავებასთან დაკავშირებით: რაც დასაშვებია გერმანიაში თურმე აკრძალული უნდა იყოს საქართველოში

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.
მან გაიხსენა გერმანიაში განვითარებული მოვლენები.
არჩილ გორდულაძის თქმით, გერმანიის სასამართლომ პასუხისმგებაში მისცა მამაკაცი, რომელმაც ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს „სულელი მინისტრი“ უწოდა.
„სოციალურ ქსელში პლატფორმა „X“-ზე გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც გაკეთებული იქნა საგარეო საქმეთა მინისტრის [მისამართით] გერმანიაში, რომელსაც უწოდეს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“, ამ განცხადების გამო 58 წლის მამაკაცი პასუხისგებაში მიეცა და ჯარიმა იქნა გამოყენებული. მაგრამ რაც დასაშვებია გერმანიაში თურმე აკრძალული უნდა იყოს საქართველოში. ერთი კარგად დავიმახსოვროთ ყველამ, რომ ადამიანი ადამიანია გერმანიაშიც და საქართველოშიც. ადამიანის უფლებები გერმანიაშიც არის დაცული და საქართველოშიც უნდა იყოს დაცული. გარედან დაფინანსებული ადამიანები, პირდაპირ დავალება მიღებულები თუ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს რეალურად მათ პასუხისმგებლობასთან ერთად, ამავდროულად დამფინანსებლების, ე.წ. დონორების პასუხისმგებლობაც არის. მათ შორის ამ ადამიანებს საერთოდ არ უნდათ ამ პასუხისმგებლობის აღება და ხშირად წამქეზებლები უფრო არიან. კარგად გაითავისონ რა არის მათი ქმედება, მათი დარღვევა და პირველ რიგში თავი გააკონტროლონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.