წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
არაერთხელ გვითქვამს, რომ როდესაც დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, „დიფ სთეითის“ გავლენები განსაკუთრებით გაძლიერდება ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის მასშტაბით და წნეხიც გაიზრდება ჩვენს ქვენაზე, რასაც პრაქტიკაში ახლა ვხედავთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, გაფართოების ანგარიშში გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა.
„„დიფ სთეითის“ სურვილია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდის დასჯა, არამედ ქართველი ხალხისაც, რომელიც უკვე მერამდენე არჩევნებია მხარს მტკიცედ გვიჭერს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვასრულებთ გარედან მიღებულ დავალებებს და ვმოქმედებთ კონსტიტუციის მიხედვით.
ვხედავთ იმ თითიდან გამოწოვილ განცხადებებს, რომელიც ბოლშევიკური საბჭოეთისთვის დამახასიათებელი პრინციპებით არის გაჯერებული.მაგალითად ის, რომ სიცრუე უნდა გაიმეორო ათასჯერ და ვიღაცამ შეიძლება დაიჯეროს.
ერთია ანგარიშები, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები ობიექტურად აფასებენ, სადაც ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს ევროკავშირის მრავალ ქვეყანას, მაგრამ როდესაც პოლიტიკაზე მიდგება საქმე ყველას ავიწყდება ასეთი ანგარიშების არსებობა და მხოლოდ აღქმების შექმნის მცდელობაზე არიან გადასული, რასაც აკეთებდა ნიკა გვარამია.
ახლა ცდილობენ ევრო ბიუროკრატები და „დიფ სთეითის“ სხვა მართული აგენტები, რომ ყალბი რეალობა შეიქმნას და როგორმე მუხტი მაინც გაჩნდეს პროტესტის და მოვლენების გაუარესებისა, თუმცა ეს არ გამოუვათ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.