არავის სურს, არც ბატონ სინიროღლუს, რომ ინსტრუმენტალიზებული იყოს. ხელისუფლების ეს მცდელობა ნამდვილად ჩავარდა - თინა ბოკუჩავა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე

თინა ბოკუჩავა

ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის" წვერები შეხვდნენ. დიალოგზე უარი თქვა კოალიციამ "ცვლილებისთვის".

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე შეხვედრით კმაყოფილია.

"შეხვედრით კმაყოფილი ვარ. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი. საქართველო არის ეუთოს წევრი. ეუთოს წარმომადგენლობა რეგულარულად ეწვევა რეგიონს - სომხეთს, საქართველოს... ამ შემთხვევაშიც, რამდენადაც ჩვენი 20% ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, ეს არის დიდი გამოწვევა ევროპის უსაფრთხოებისთვის, ამიტომ, რეგულარული ვიზიტი იქნება," - აცხადებს ჯაფარიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ისინი რჩებიან აზრზე, რომ "ქართული ოცნება" ამგვარ საერთაშორისო ვიზიტებს იყენებს მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით, რაც ეუთოს გენერალურ მდივანსაც გაუზიარეს.

"ჩვენ, ბუნებრივია, ვრჩებით იმ აზრზე, რაც გავუზიარეთ ეუთოს გენერალურ მდივანს, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოყენებულ იქნას მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. ეს წუხილი ჩვენ ბატონ გენერალურ მდივანსაც ძალიან ღიად გავუზიარეთ, რადგან ამაში დასამალი არაფერი არ არის და არავის სურს, არც ბატონ სინიროღლუს, რომ ინსტრუმენტალიზებული იყოს. მერწმუნეთ, ხელისუფლების ეს მცდელობა ნამდვილად ჩავარდა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.