აქციის მიმდინარეობისას, რომელსაც, მათი თქმით, ვითომ მშვიდობიანი დამხობა უნდა მოჰყოლოდა, არაერთი დანაშაულებრივი და კანონსაწინააღმდეგო მოწოდება გაჟღერდა" - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

არშემდგარი რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორობისთვის დაკავებული 5 პოლიტიკოსის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - ამ მუხლებით, პროკურატურამ მათ ბრალი გუშინ წაუყენა. პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

4 ოქტომბრის აქციების ორგანიზატორთა დაკავება კვლავ შეფასების საგანია მმართველ გუნდში.

"აქციის მიმდინარეობისას, რომელსაც, მათი თქმით, ვითომ მშვიდობიანი დამხობა უნდა მოჰყოლოდა, გაჟღერდა არაერთი დანაშაულებრივი და კანონსაწინააღმდეგო მოწოდება. ახლა უკვე იმ ბრალდებას ასაჩივრებენ, რომელსაც თავადვე გვპირდებოდნენ. უკვირთ, რატომ ასამართლებენ მათ დამხობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების და სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტის დაკავების საფუძვლით, როდესაც ისინი თავად იყვნენ, ვინც ამ ყველაფერს თავიდან გვპირდებოდნენ და შემდეგ ცდილობდნენ, რომ შეესრულებინათ", - აცხადებს ნინო წილოსანი.