,,ნეთანიაჰუ ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი შეთანხმებასთან დაკავშირებით... ნამდვილად ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ" - დონალდ ტრამპი

 ტრამპი

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის საკითხზე შეთანხმება მალე მიიღწევა.

"ნეთანიაჰუ ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველა ქვეყანა პოზიტიურადაა განწყობილი. თითქმის ყველა სახელმწიფო მუშაობს ამ შეთანხმებაზე და ცდილობს მის მიღწევას... ნამდვილად ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ნამდვილად კარგი შანსი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და ეს იქნება გრძელვადიანი შეთანხმება", – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.