„ბიზნესმენი მანქანაში ჩაცხრილეს, 20 ტყვია მოხვდა...“ - „ტიკილას“ მკვლელობის საქმე
1745700265
უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მკურნალობის კურსს გადიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაღუპულ მებრძოლს გელა გოგიას კი, სამშობლოში, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩამოასვენებენ.
ცნობილია, რომ ქართველი სამხედრო კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებებისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა, ხოლო ომში პირველივე დღიდან აქტიურად იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკვე 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.