ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
პუტინმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაა, – ასე აფასებს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) სადისკუსიო კლუბ „ვალდაი“-ს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას.
გუშინ, 27 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა სადისკუსიო კლუბის წარმომადგენლებს მოსკოვში მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთმა შექმნა და უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია.
როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მსგავსი განცხადებებით პუტინი უარყოფს, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, პუტინის ნარატივი, რომ უკრაინა და რუსეთი სხვადასხვა სახელმწიფოდ გაიყო თვითნებური ისტორიული გარემოებების გამო, ადასტურებს მის უცვლელ მიზანს – გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და წაშალოს ცნება – უკრაინელი ხალხი.