ჩერნობილში რაღაც უცნაური ხდება - მეცნიერებმა უჩვეულო აღმოჩენა გააკეთეს
1780934459
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "თავიდანვე ღია იყო უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის . აღნიშნული კომენტარი მან თურქეთის პრეზიდენტის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ პუტინი უფრო ღია და რბილი გახდა მოლაპარაკებისთვის.
"თუ გახსოვთ, პრეზიდენტი პუტინი ცდილობდა მოლაპარაკებების დაწყებას ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე. უკრაინული მხარის პოზიცია შეიცვალა... უკრაინის კანონი ახლა ყოველგვარ მოლაპარაკებას კრძალავს", - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინამ ოფიციალურად უარი თქვა პუტინთან მოლაპარაკებაზე მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოაცხადა.