ნახეთ ვინ მიიღებს დედოფლის სტატუს ელისაბედ მეორეს შემდეგ

elisabed meore

70 წელი გავიდა მას შემდეგ რას დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე სამეფო ტახტზე ავიდა.

დედოფლის განცხადებით, მის შემდეგ ეს ტიტული მისი შვილის, პრინც ჩარლზის ცოლს კამილას გადაეცემა.

შეგახსენებთ, ელისაბედ მეორე სამეფო ტახტზე 1952 წელს, 25 წლის ასაკში ავიდა. ელისაბედ მეორემ დედოფლის წოდება 70 წლის წინ მამამისის მეფე ჯორჯ მეექვსეს გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

ამ ტიტულს იგი უფრო დიდხანს ფლობს ვიდრე ნებისმიერ სხვა მონარქი ბრიტანეთის ისტორიაში. წლისთავი დედოფალმა სენდრინგჰემის სასახლეში ვიწრო წრეში აღნიშნა. უფრო მასშტაბური ღონისძიებების გამართვა ივნისში, კარგ ამინდში იგეგმება.

ჯერჯერობით უცნობია დათმობს თუ არა ელისაბედ მეორე მის სიცოცხლეშივე ტახტს. მისი მემკვიდრე 73 წლის უელსის პრინცი ჩარლზია.