გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
კიევში სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს სახლის ნანგრევებიდან, რომელსაც რუსი დამპყრობლების დრონი დაეჯახა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე განაცხადა.
„ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს, სადაც რუსული უპილოტო თვითმფრინავი მოხვდა, სამი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ამოიღეს“, - განაცხადა კლიჩკომ.
„მათ შორის - ახალგაზრდა წყვილი, ცოლ-ქმარი, რომლებიც ბავშვს ელოდნენ. ქალი 6 თვის ორსული იყო", - დასძინა მერმა.




