„დაუყოვნებლივ დარეკეთ „112“-ში...“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს
1752609435
რუსმა სამხედროებმა დილით ხარკოვს შეუტიეს. როგორც უკრაინული მედია წერს, თავდასხმისას რუსულმა მხარემ „შაჰედები“ გამოიყენა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ამასთან, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულება. ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაზიანდა სამშობიარო, სადაც ქალები ახალშობილებთან ერთად იმყოფებოდნენ.
თავდასხმების შედეგად გაჩენილი ხანძარი 20 კვადრატულ მეტრის ფართობზე გავრცელდა.
იერიშების სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და ელექტროგადამცემი ხაზი.