რამდენი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო დღეში ფორმაში ყოფნისთვის - ახალი კვლევა

სიარული

ბევრ ადამიანს აინტერესებს, რამდენი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო ყოველდღიურად, რომ ფორმაში იყოს. Earth.com- ის ცნობით, ჟურნალ BMC Public Health- ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა ამ კითხვაზე ნათელ პასუხს იძლევა.

აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში ჩატარებული თორმეტწლიანი კვლევის შედეგების თანახმად, ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებში, ნაბიჯების რაოდენობის დღეში 1 000-ით გაზრდამ სიკვდილის საერთო რისკი 9%-ით, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკი 8%-ით შეამცირა.

ამავდროულად, კვლევამ ვერ აღმოაჩინა რაიმე დამატებითი სარგებელი სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის 8,250-ზე მეტი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ან გულის ჯანმრთელობისთვის 9,700-ზე მეტი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში.

რა არის პასუხი ოქროს შუალედის ძიებაში

ზრდასრული ადამიანისთვის სასურველია 8000-დან 9700-მდე ნაბიჯის გადადგმა, რაც დაახლოებით 6.7-დან 7.8 კმ-ია.

ეს მანძილი დაახლოებით 300-დან 400 კალორიამდე წვავს, რაც, როგორც მკვლევართა ჯგუფმა აღნიშნა, კვირაში დაახლოებით ნახევარი კილოგრამის (0.5 კგ) დაკლებაში დაგეხმარებათ, თუ გააზრებულად იკვებებით.

ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევის თანახმად, კვირაში ორი ან სამი დღე ნაბიჯების გადადგმა მაინც ამცირებს სიკვდილის რისკს დაახლოებით თხუთმეტი პროცენტით.

თუმცა, თუ ხანგრძლივი სეირნობისთვის დრო არ გაქვთ, კვლევა შაბლონურ სესიებს გვთავაზობს: „დილის განტვირთვის“, „სადილის დროს გასეირნების“ და „საღამოს დასვენების“ სესიები, რომელთაგან თითოეული ათიდან თხუთმეტ წუთამდე გრძელდება.

„კიბეებზე ასვლა, მაღაზიიდან უფრო შორს პარკირება ან ტელეფონზე საუბრისას სიარული...“ - ეს ის აქტივობებია, რომლითაც შეგვიძლია სიარული ჩავანაცვლოთ.